როცა მთვრალი ხარ,სამყარო ისევ სადღაც აქვეა,ოღონდ ეგ არის,რომ კისერში აღარ გიჭერს.
like

dreamersoulblog:

image
like
like

მომენატრა ჩემს საყვარელ სკამზე დაჯდომა,ცხელი კაკაო,კარგი მუსიკა და კლავიატურის გაუჩერებლად წკაპუნი.ცალი ფეხი ჩვეულად მაგიდაზე მაქვს შემოდებული და სკამის ზურგზე ბოლომდე ვარ მიყრდნობილი,ზუსტად ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩემს საუკეთესო მდგომარეობას დავუბრუნდი.მომენატრა ბავშვობა დაუზარელად რომ ვწერდი,და უამრავ მკითხველის კომენტარებს ველოდებოდი,ბანალურ,მაგრამ საყვარელ სასიყვარულო ისტორიაზე.2013წლის არქივი გადავქექე მაგრამ ვერსად ვერ ვიპოვე,თუმცა მახსოვს მთვარი გმირი ჩემი ბავშვობის პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი სიყვარული ივა იყო,გოგონა კი ტიპური მე,რომლის მეშვეობითაც ყველა ჩემი ხასიათის გამოვლენას ვცდილობდი.

ჰო,მართლა ხასიათზე გამახსენდა,მითხრეს რომ ხანდახან საშინელი ხასიათი მაქვს,თუმცა 19 წლის განმავლობაში ამაზე პირველად დავფიქრდი,არასდროს მიყვარდა ვინმესთან კამათი,ვინმეს საქმეში ჩარევა და შემდეგ 8 დღიანი საქმეების გარჩევა,ყოველთვის მერჩივნა ჩემთვის,ჩუმად მესმინა და მეყურებინა სხვებისთვის,ჩუმალასაც ხშირად მეძახიან და არც ვუარყოფ,ვარ,თუმცა მგონი არც ისეთი საშინელი ხასიათი არ მაქვს.ხშირად ვიცი უცებ ცუდ ხასიათზე დადგომა და ამის მიზეზი ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს,თუმცა ყოველთვის ვცდილობ მალევე დავიბრუნო ღიმილი,მესმის არ სიამოვნებთ ვიღაც რომ ცუდ ხასიათზეა და “უჟმუროზავრობს” ( ჩემი საყავრელი სიტყვაა) არც მე მიყვარს,მაგრამ ყველას გვაქვს უფლება ხანდახან ცხოვრებაზე დავიბოღმოთ და ცოტახნით უჟმუროზავრები გავხდეთ.

ჰომ ტირილი? ტირილით ხშირად არ ვტირი თუმცა იმდენი მიგროვდება ხოლმე ერთიანი დაცლა მჭირდება.ცხოვრებამ არ დამღალა და არც დეპრესიულ გოგო არ ვარ,უბრალოდ ემოციებისგან დაცლა ჩემთვის ბუნებრივი მოვლენაა.

სიყვარული–ვცადე მყვარებოდა,თუმცა არ გამომივიდა.ჩემი პირველი პლატონური სიყვარულის შემდეგ,მიუხედავად იმისა,რომ გავიზარდე მაინც ფერად ფერებში ვხედავდი ისევ სიყვარულს,ყველაფერი სხვაგავარად წარმომედგინა,თუმცა სხვაგვარად მოხდა.

გული მწყდება? კი ძალიან,პირველად აღვფრთოვანდით ადამიანით რომელთანაც მომინდა ურთიერთობა.

ვცადე? მგონი ბევრჯერ.

არასდროს ვითხოვდი იმაზე მეტს ვიდრე დედას შეეძლო,როცა გავაანალიზე,რომ ჩემს გვერდით მხოლოდ დედა იყო სხვანაირად დავიწყე ფიქრი,ყველაზე ნაკლებად მატერიალური მოთხოვნილებები მაწუხებს,მუშაობაც იმიტომ დავიწყე,რომ ამაზე თავად ვიზრუნო და დავიკმაყოფილი საკუთარი თავი,მაგრამ რა ვუყოთ feeling-ებს?არ მგონია,რომელიმე სამსახურმა ამის დაკმაყოფილება შეძლოს,აი ადამიანები კიდე ძალიან რთული მოსაძებნია,ვისაც გულწრფელად უნდა გრძნობები გაცვალოს და ასე გაგაბედნეიროს.ჩემს მოთხოვნებში შედის:ყურადღება,გამხნევება,ურთიერთგაგება,არ ვიქნები ამბიციური და სიყვარულს არ მივამატებ,ჰო მზე,მთვარე,ვარსკვლავები და უცხოპლანეტელბიც თუ ჩემსავით ეყვარება ჰო საერთოდ “კანფეტი” იქნებ:დ

მართლა აქვე ჩემს კიდევ ახალ ჰიპოტეზას გაგაცნობთ.თქვენ თუ იცოდით,რომ ყველა ვარსკვლავს თავისი ფერი აქვს?მგონი არა,და ანუ წარმოიდგინეთ რამდენი ათასი ფერი არსებობს?უუამრავი!!თუმცა ადამიანის თვალი ამას მაინც ერთ ფერში ხედავს,როგორც თითქმის ყველა–ფერს,არადა მგონი სამყაროს საუკეთესო ნაწილია ფერები.რა სჯობს ყოველ დილით სხვადასხვა ფერზე გაიღვიძო,ხან მზესავით ყვითლად იკაშკაშო,ან ზღვასავით ლურჯად იღელვო,ბაყაყივით მწვანედ იყიყინო და იხტუნო,ან საუკეთესო შემთხვევაში ცისარტყელასავით ყველა–ფერი და ყველა–ემოცია ერთად ააკაშკაშო..

ამ წამს ყველაფერი ნაცრისფერია,თუმცა მშვიდი და ოდნავ დაღლილი იისფერი ვარ,ჩემი სტაბილური ფერია.

იისფერი–მშვიდი ხასიათი,ცოტა მელანქოლია,ყველასთვის მისაღები ღიმილი და არსებულზე შეგუება,მკვეთრად ღიავდება თუკი ბუნებაშია და ისვენებს,ხოლო მუქ კონტრსტში გადადის როცა,ყველაფერი ბეზრდება, ღრმად ამოსუნთქვა შველის,და ყველაფერი ისევ იმ რუტინას უბრუნდება,რომლის შეცვლასაც ყოველდღიურად გეგმავ,თუმცა დღის ბოლოს ხვდები,რომ ისევ იგივეა,ისევ მარჯვნივ ბრუნდები საწოლში,პანდას იხუტებ და თვალებს მაგრად ხუჭავ,ძილის წინ ჩვეული ფოიერვერკის სანახავად,ფიქრს იწყებ და წკაპ – ითიშები..

like
like
like
like

life-and-nothing-more:

F. for Fake (1973, Orson Welles)